Thursday, June 25, 2015

    პრეზენტაცია მომზადებულია კურსისთვის             თანამედროვე საოფისე კომპიუტერული პროგრამები”.
კომპიუტერის განვითარების ისტორია

რა არის კომპიუტერი? 
        •კომპიუტერი (ინგლ. computer) ძირითადად არის მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაცის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.
                         
                                   პირველი კომპიუტერი
       1927 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ვენივარ ბუშის მიერ გამოგონებული იქნა ანალოგური კომპიუტერი. ხოლო 1935 წელს ბერლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ააწყვეს ცნობილი კომპიუტერი Z1, მოგვიანებით Z2 ეს იყო ციფრული გამომთვლელი, მისი აღდგენილი ვერსია კი ინახება ბერლინის ტექნოლოგიურ მუზეუმში.

                          კონრად შუზე(Konrad Zuse)
                                                                                                                                  
 • 1941 წელს კონრად შუზე ქმნის Z3 ეს ციფრული გამომთვლელი ხასიათდება ყველა იმ თვისებით, რაზედაც თანამედროვე კომპიუტერები არიან აგებულნი. 
                    Konrad Zuse


                ჯონ მიჩი და ჯონ ეკერტი

1945 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ მიჩიმ, ჯონ ეკერტთან ერთად წარმოადგინა გამომთვლელი მანქანის პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ შეიქმნა იმ დროისათვის ყველაზე მძლავრი გამომთვლელი მანქანა სახელწოდებით UNIVAC
ამ მანქანამ დიდი გავლენა მოახდინა გამოთვლითი ტექნიკის განვითარებაზე.
                      john von neumann

1946 წელს ამერიკელმა ჯონ ვონ ნეუმანმა წარმოადგინა მომავალი გამომთვლელი მანქანის სტრუქტურა. მისი იდეების საფუძველზე შეიქმნა ე.გ.მ.-ის არქიტექტურა რომელიც დღემდე უცვლელია.
    ჯონ ბარდინი და უიტსონ ბრატი
1947 წელს ჯონ ბარდინმა და უიტსონ ბრატიმ შექმნეს პირველი ტრანზისტორი.
გრეის ხოპერი
1951 წელს პროგრამისტმა გრეის ხოპერმა შექმნა პირველი კომპილატორი - პროგრამა, რომელიც ადამიანისთვის გასაგებ სიმბოლურ ენაზე დაწერილ პროგრამას თარგმნიდა მანქანურ ენაზე. კომპილატორი
    საგრძნობლად აადვილებდა პროგრამირების პროცესს

ჯეი ფორსეტი

1951 წელი ჯეი ფორსეტმა გამოიგონა მეხსიერება რომელიც შედგება მაგნიტური ელემენტებისაგან.

1965 წელს კომპანია Intel ის თანადამფუძნებლის გორდონ მურის მოღვაწეობისას კომპიუტერული ტექნოლოგიების ზომების შემცირება დაიწყო. ხოლო 21 საუკუნის დადგომის შემდეგ ტექნიკა უსწრაფესი მეთოდებით ვითარდება და თუკი კომპიუტერი ადრე ერთ ტონას იწონიდა, ის ეხლა თავისუფლად თავსდება ჩვენს მაგიდაზე
          კომპიუტერის პირველი თაობა:
I თაობა (1950-1957) - ამ თაობის მანქანები აგებული იყო ლამპებზე და ელექტრონულ-სხივურ მილაკებზე. ისინი არსებობდნენ 1957 წლამდე. ამ თაობების ეგმ-ზე წარმოდგენა რომ ვიქონიოთ,
    საკმარისია აღვნიშნოთ, რომ პირველი კომპიუტერი
   "ენიაკი" იწონიდა 27ტ-ს,შედგებოდა 18000 ლამპისგან,
    იკავებდა 200 მ2 ფართობს და მას ემსახურებოდა
    პროგრამისტთა და ინჟინერთ მთელი არმია.


კომპიუტერის მეორე თაობა
               •IIთაობა (1958-1963) ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ,                                ტრანზისტორული (ნახევარგამტარული) ელემენტებისგამოჩენამ
                  განაპირობა II თაობის კომპიუტერის შექმნა. ლამპა შეიცვალა უფრო
                 საიმედო და უფრო სწრაფი ტრანზისტორით.

კომპიუტერის მესამე თაობა
 III თაობა (1963-1974) - 1964 წელს ფირმა IBM-მა წარადგინა ექვს მოდულიანი მოწყობლობა IBM, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი მესამე თაობაში. ეს მანქანები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ოპერატიული სისტემით და ჰქონდათ ბრძანების ერთიანი სისტემა.  ამავე წელს Intel ფირმამ ააგო დიდი ეგმ-ის ცენტრალური პროცესორის
          ანალოგიური ინტეგრალური სქემა. ასე გაჩნდა პირველი მიკროპროცესორი lntel-4004.

კომპიუტერის მეოთხე თაობა:
 IV თაობა (1975-1985) - 1975 წლიდან კომპიუტერის თაობების ცვლის სწორხაზოვნება ირღვევა. ითვლება, რომ 1975-85 წლების პერიოდში გამოსული კომპიუტერები ეკუთვნის IV თაობას. 80-იანი წლების დასაწყისიდან, პერსონალური კომპიუტერების გამოჩენის წყალობით, კომპიუტერული ტექნიკა მართლაც გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის
                             კომპიუტერის მეხუთე თაობა
V თაობის კომპიუტერების აგების პროგრამა შეიქმნა იაპონიაში 1982 წელს. პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული იყო, რომ 1991 წელს გამოვიდოდა  სრულიად ახალი ტიპის კუმპიუტერები.

პერსონალური კომპიუტერები (I)
უდიდესი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი პერსონალური კომპიუტერის გამოჩენა. პირველი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც გამოშვებული იქნა კომპანია აი-ბი-ემის მიერ (IBM) მუშაობდა IBM BASIC / PC-DOS 1.0 ოპერაციულ სისტემაზე. IBM PC (პერსონალური კომპიუტერი) გამოშვებული იქნა 1981 წლის 12 აგვისტოს. კომპიუტერის მეხსიერება: 16–640 კილობაიტი, პროცესორი: Intel 8088, 4,77 მეგაჰერცი

პერსონალური კომპიუტერი (II)
1977 წლისათვის გამოვიდა სხვადასხვა ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი: Tandy, მოდელი Apple II გამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფერადი გრაფიკით. ამ მოდელს დიდი წარმატება ხვდაწილად. უკვე 1980 წელს Apple Computer-ის შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს. Commodore, Apple II.

                            1979-1983 
 1979 წლიდან კომპიუტერის მიკროპროცესორად არჩეულ იქნა უახლესი Intel-8088 მიკროპროცესორი; ახალი პროცესორის გამოყენებამ გაზარდა კომპიუტერის შესაძლებლობები .1981 წლის აგვისტოში გამოვიდა ახალი კომპიუტერი IBM PC და ძალიან მალე დიდი პოპულარობაც მოიპოვა 
1983 წლს გამოვიდა IBM PC XT კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა მყარი დისკი ვინჩესტერი. IBM PC ტიპის კომპიუტერების განვითარება ხდება სხვადასხვა ფირმის მეშვეობით, თუმცა IBM-ის ფირმა მაინც რჩება ყველაზე დიდ მწარმოებელ ფირმად.


   

Wednesday, June 24, 2015

შრომაჰოლიკი


                                     
                                რას ნიშნავს და ვინ არის შრომაჰოლიკი?

* ჰოლიკ (holic) - მიდრეკილება, მისწრაფება; საზიანო ჩვევა.

* ეს არის ადამიანი რომელიც დამოკიდებულია სამუშაოზე. ეს ნიშნავს რომ ადამიანს ზედმეტად უყვარს მუშაობა. ხშირია შეგრძნება რომ იძულებული ხარ იმუშაო/თავს ვალდებულად თვლი.

                                              შრომაჰოლიკობის ტიპები:

* ბულიმიური შრომაჰოლიკი

* დაუღალავი შრომაჰოლიკი * ყურადღების დეფიციტის მქონე





       შრომაჰოლიკი როდის შეგვიძლია ვთქვათ რომ                                          ადამიანი შრომაჰოლიკია
* ერთადერთი საქმიანობა რაც უყვარს საქმის კეთება და მასზე ლაპარაკია.


* 40 საათზე მეტი მუშაობა კვირაში.

* სამუშაო ყველაზე მეტად აბედნიერებს. * თვლიან რომ ძილი დროის ხარჯვაა.

* დაკავებულია სამუშაოთი უქმეებზე და შვებულებებზე

* ფიქრობს სამუშაოზე ძილის დროს, მანქანის ტარებისას ადამიანებთან საუბრისას და აშ

* ჩვევა იმუშაოს ან ილაპარაკოს სამუშაოზე ჭამის დროს.

* გაღიზიანება როდესაც ვინმე ურჩევს შეეშვას სამუშაოს ცოტახნით და რაიმე სხვით დაკავდეს. * ნერვიულობა მაშინაც როდესაც საქმეები კარგად მიდის. * შიში იმისა თუ საკმარისად კარგად არ იმუშავა სამუშაოს დაკარგავს და წარუმატებელი იქნება. * აიღო ზედმეტი/ექსტრა სამუშაო

* ენერგიულები სამსახურში და მძინარეები სახლში.

* ოჯახის წევრები და ახლობლები აღარ ელოდებიან.

* სრული პასუხისმგებლობის აღება მუშაობის შედეგებზე.

* “პრობლემის გადაჭრაზე” ფიქრი მაშინაც კი როცა არ მუშაობენ.

* რწმენა რომ კარგია ბევრი საათი მუშაობა

* შეუწყნარებელი იმ ადამიანების მიმართ ვისაც სამუშაოს გარდა სხვა პრიორიტეტებიც აქვთ.

                                 ისინი ადვილად:

* ბრაზდებიან

* ღელავენ/ნერვიულობენ * იტანჯებიან ინსომნიით ( უძილობა)

* მეხსიერების ჩავარდნებით

* მოკლე ყურადღების მოკრების ძალა

* არ შეუძლიათ დაისვენონ და

* ხასიათი ხშირად ეცვლებათ
                                         თეორია:
                                                     დასწავლის თეორია:

ოპერაციული დასწავლა ყველაზე რელევანტური თეორიაა შრომაჰოლიკისთვის. ეს თეორია გვასწავლის რომ შრომაჰოლიკობა
შედარებით მდგრადი ქცევაა, რომელიც ნარჩუნდება ოპერაციული პირობითი დასწავლით - აღწევ რაც გსურს და ამ შედეგების კონტროლის ქვეშ მოექცევა შენი ნებაყოფილობითი რეაქციები.
                              კოგნიტური თეორია:
* ეს თეორია გვასწავლის რომ შრომაჰოლიზმი აღმოცენდება ბაზისური რწმენების, რწმენაზე აგებული დაშვებების და ავტომატური აზრების საფუძველზე.

                   ამ ადამიანებს ხშირად სტანჯავთ:

* თავისტიკივილი * ალერგია

* დაღლილობა

* მუცლის ტკივილი

* საკვების მოუნელებლობა

* გულის ტკივილები

* წყლულები

* თავბრუსხვევა

* უძილობა
                 10 ყველაზე შრომაჰოლიკი ქვეყნები:
* 10: ჩინეთი

* 9: შვედეთი

 *8: ინდოეთი

* 7: ბრაზილია

* 6: კანადა

* 5: ამერიკის შეერთებული შტატები

* 4: სამხრეთ კორეა

* 3: სამხრეთ აფრიკა

* 2: ავსტრალია

* 1: იაპონია

10 ყელაზე ეფექტური ხერხი, რომ შრომოჰოლიკმა თავს                                            მოუაროს
1. გამოძინება

2. ვარჯიში/მედიტაცია

3.ჯამრთელი საჭმლის/ვიტამინების მიღება

4. რეგულარული ვარჯიში

5. სუფთა ჰაერი/ ცოტახნით ბუნებაში გასვლა/განერიდეთ სამუშაო სივრცეს სულ ცოტა ხნით მაინც

6. დროის გამონახვა ისეთი რამეებისთვის რაც სიხარულს განიჭებთ

7.შვებულების აღება

8.ჯამრთელი კვების რაციონი

9.საჭირო რაოდენობის წყლის მიღება

10.შავი შოკოლადი

წყარო: